წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 226 ი/ს “ხოფერია ნიკოლოზისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 226 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2003

მიღების თარიღი მაისი 23, 2003

/ს „ხოფერია ნიკოლოზისთვის” სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ         ი/ს „ხოფერია ნიკოლოზმა„ (ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს საგადასახადო ინსპექციის მიერ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის N 1560; 07.04.03) კომისიას მიმართა განცხადებით (07.05.03)          ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. ი/ს „ხოფერია ნიკოლოზის„ საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთების გადაზიდვა. სიხშირეები განსაზღვრულია და გამოყენებული უნდა იყოს ქ. თბილისში სადისპეჩერო პუნქტსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით,.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს ი/ს „ხოფერია ნიკოლოზს” 153.625 მგჰც და 162.025 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;

2.    აღირიცხოს ი/ს „ხოფერია ნიკოლოზისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

3.   უზრუნველყოს ი/ს „ხოფერია ნიკოლოზმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა     მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/ს „ხოფერია ნიკოლოზისთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს   (თ. ძაგნიძე). 

                        კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები