გადაწყვეტილება N 204 ინდივიდუალური საწარმო “რამაზი ჩხიკვაძისათვის“ საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2003
მიღების თარიღი მაისი 16, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური საწამო რამაზი ჩხიკვაძემ„ (რეგისტრირებული 2001 წლის 30 ნოემბერს ქ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექციაში (რეგისტრაციის # 1/1547) კომისიას მიმართა განცხადებით (02.04.2003), საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ 2003 წლის 2 მაისს მოხდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ ინდივიდუალური საწამო რამაზი ჩხიკვაძის” ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობსათან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ.გ.„ ქვეპუნქტისა და 453-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს N 1351 ლიცენზია ინდივიდუალური საწამო რამაზი ჩხიკვაძეს” საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):
2. ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის საგანი: საკაბელო საერთო რადიომაუწყებლობა ქ. ქუთაისში.
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
