გადაწყვეტილება N 203 ს/ს “ეგრისი”-ს N 345 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2003
მიღების თარიღი მაისი 16, 2003
ს/ს „ეგრისი”-ს N 345 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ სს ეგრისმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (#26 04.03.2003), # 345 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, სს ეგრისს„ N 345 ლიცენზიის დანართით მინიჭებული აქვს კოდი 8-12 (რვა-ერთი-ორი) საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირების დასამყარებლად. კომისიას შესაძლებელად მიაჩნია, აღნიშნული კოდი გამოყენებული იყოს, როგორც საქალაქთაშორისო, ისე საერთაშორისო კავშირების დასამყარებლად.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირებულ იქნეს ს/ს „ეგრისი”-ს ლიცენზია N 345 (დანართით);
მინიჭებული ნუმერაციის რესურსი 812 (რვა-ერთი-ორი) გამოყენებულ იქნას საერთაშორისო და საქალაქთაშორისო კავშირების დასამყარებლად;
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
