გადაწყვეტილება N 202 შპს “კაჭრეთის ახალი ქსელები”-სათვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2003
მიღების თარიღი მაისი 16, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს კაჭრეთის ახალმა ქსელებმა„ (რეგისტრირებული გურჯაანის რაიონის სასამართლოს მიერ 3003 წლის 11 მარტს, რეგისტრაციის N 27/5ბ-252) კომისიას მიმართა განცხადებით (N 4 31.03.2003), ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.
2003 წლის 2 მაისს მოხდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ შპს „კაჭრეთის ახალი ქსელების” ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა და 36-ე მუხლის 2 პუნქტის ბ.ა)„ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს N 1350 ლიცენზია შპს „კაჭრეთის ახალ ქსელებს” ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):
2. ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება (გურჯაანის რ-ნ სოფ. კაჭრეთში);
3. გამოეყოს თავისუფალი სასადგურო ინდექსი 44XXX საერთო სარგებლობის ქსელში ჩართვისათვის;
4. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;
8. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
