წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 200 შპს “ჯეონეთი”-სათვის ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 200 / 1

გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2003

მიღების თარიღი მაისი 16, 2003

შპს „ჯეონეთი”-სათვის ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „ჯეონეთმა„ კომისიას მიმართა განცხადებით (A1/01.04 01.04.2003), ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს „ჯეონეთი„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოში 1998 წლის 23 ივნისს, რეგისტრაციის N 5/4-1728) ფლობს სამ ლიცენზიას: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის საკაბელო ქსელით მომსახურებაზე, ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე და საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე.

ამასთან, 2003 წლის 2 მაისს მოხდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ შპს „ჯეონეთი”-ს ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობსათან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1 პუნქტისა და 36-ე მუხლის 2 პუნქტის, ბ.ე) ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს N 1348 ლიცენზია შ.პ.ს. „ჯეონეთს” ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

ლიცენზიის სახეობა: ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მაგისტრალების სიმეტრიული, კოაქსიალური და ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: ბოჭკოვან-ოპტიკური მაგისტრალებით მომსახურება ქ. თბილისში;

  • შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;
  • შპს „ჯეონეთმა” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
  • 4.      დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

  • გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ. თბილისის საოლქო                სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;
  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოთ  ტექნიკურ (მ. გოთოშია)  და იურიდიულ (ე. ასანიძე) სამსახურებს.
  • კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

    Calendar
    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები