გადაწყვეტილება N 199 კომპანია “სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2003
მიღების თარიღი მაისი 16, 2003
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედს” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე წარმოდგენილი ტექნიკური პროექტების გათვალისწინებით.
2. უზრუნველყოს კომპანია „სპი კაპაგ-პეტროფაკ ინთერნეშენელ ლიმითედმა” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის გადაწყვეტილების
დანართი
1. მაღალსიხშირული მოწყობილობის (სატელიტური ინტერნეტ-კავშირის აპარატურა) განთვსების ადგილი: ქ. ჩოხატაური, დუმბაძის ქ. 25.
2. მაღალსიხშირული მოწყობილობის (სატელიტური ინტერნეტ-კავშირის აპარატურა) სამუშაო სიხშირული დიაპაზონი: 10.95-11.7 გგჰც.
3. მაღალსიხშირული მოწყობილობის (სატელიტური ინტერნეტ-კავშირის აპარატურა) გამოსავალი სიმძლავრე: 1 ვტ.
