გადაწყვეტილება N 197 შპს “მარგისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2003
მიღების თარიღი მაისი 16, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „მარგმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 4 ნოემბრის თებერვლის N 2/4-1487 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებებით (N 22 და N 23; 14.05.03.) წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N 1352 და N 1233; 13.05.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების (მობილური ტელეფონები) შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „მარგს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციებით (N 1352 და N 1233; 13.05.03)გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
