წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 196 შპს „ტაქსი კომ“-ისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 196 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 16, 2003

მიღების თარიღი მაისი 16, 2003

შპს „ტაქსი კომ„-ისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ტაქსი კომ„-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 23 იანვრის N 2/4-3383 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 02/07; 14.05.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 20030805_la; 08.05.03.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (საბაზო და მობილური რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს ქ. თბილისში რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „ტაქსი კომ„-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე  თანდართული დოკუმენტაციით (N 20030805_la; 08.05.03.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს შპს „ტაქსი კომ„-მა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.      აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

                 კომისიის თავმჯდომარე                                                  ვ.აბაშიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები