წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 166 შპს “ მაგთიკომისთვის ” რადიოსარელეო სადგურების ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 166 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2003

მიღების თარიღი აპრილი 18, 2003

შპს „მაგთიკომისთვის” რადიოსარელეო სადგურების  ექსპლუატაციაზე  ნებართვის  გაცემის შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს „მაგთიკომმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 12 თებერვლის N 5/4-385 დადგენილებით, ლიცენზიის N 958; 14.05.99) კომისიას მიმართა განცხადებით (N 063-2; 02.04.03) რადიოსარელეო სადგურების ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ.

       „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის  მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ   

გადაწყვიტა:

1.   მიეცეს ნებართვა შპს „მაგთიკომს” რადიოსარელეო სადგურების ექსპლოატაციაზე შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით (დანართში მითითებული ჩამონათვალის მიხედვით);

2.   უზრუნველყოს შპს „მაგთიკომმა”, საჭიროების შემთხვევაში, რადიოსარელეო სადგურების გამოყენებისთვის მოქმედი კანონმდებლობით  გათვალისწინებული   საჭირო ნებართვების მიღება;

3.   შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.   გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).

      კომისიის  თავმჯდომარე                                                            ვ. აბაშიძე

   

                                     

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები