გადაწყვეტილება N 164 საზღვაო ხომალდებისთვის (“ JUPITER ”, “ CHEN CHIEN No . 1 ” “ CHEN CHIEN No . 2 ”, “ CHEN CHIEN No . 11 ” და “ CHEN CHIEN No . 12 ”) სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის მიცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 18, 2003
მიღების თარიღი აპრილი 18, 2003
საზღვაო ხომალდებისთვის („JUPITER”, „CHEN CHIEN No.1” „CHEN CHIEN No.2”, „CHEN CHIEN No.11” და „CHEN CHIEN No.12”) სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის მიცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა წერილებით (GMTA-LAF-8/366, 01.04.03; GMTA-LAF-8/368, 01.04.03; GMTA-LAF-8/367, 01.04.03; GMTA-LAF-8/369, 01.04.03 და GMTA-LAF-8/371, 01.04.03) საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი „რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა საზღვაო ხომალდებს („JUPITER”, „CHEN CHIEN No.1” „CHEN CHIEN No.2”, „CHEN CHIEN No.11” და „CHEN CHIEN No.12”) გამოიყენოს ცხრილში აღნიშნული სახმობები და ამოცნობის ნიშნები:
|
N |
ნებარ- თვის N |
ხომალდის მფლობელი |
ხომალდის დასახელება |
სახმობი |
MMSI N |
Selective call |
|
1 |
0403 |
Gulf Port Shipping Lines Com.Corporation |
„JUPITER” |
4 LOT |
213 330 000 |
69313 |
|
2 |
0404 |
Pi Ching Fishery S.A. |
„CHEN CHIEN No.2” |
4 LOY |
213 335 000 |
- |
|
3 |
0405 |
Pi Ching Fishery S.A |
„CHEN CHIEN No.11” |
4 LOZ |
213 336 000 |
- |
|
4 |
0406 |
Pi Ching Fishery S.A |
„CHEN CHIEN No.12” |
4 LPA |
213 337 000 |
- |
|
5 |
0407 |
Pi Ching Fishery S.A |
„CHEN CHIEN No.1” |
4LOX |
213 334 000 |
- |
2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია საზღვაო ხომალდებზე გაცემული სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს ( თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
