საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით

სხდომის თარიღი: მაისი 13, 2021 15:00

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 13, 2021 14:25

ცნობა  №  21-08

საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2005  წლის 12  დეკემბრის  N13 დადგენილებაში ცვლილების     შეტანის  მიზნით   

საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის,VII  და  IX  თავების   შესაბამისად, ასევე კომისიის 2021 წლის 08 აპრილის Nგ-21-23/215 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2005  წლის 12  დეკემბრის  N13 დადგენილებაში ცვლილების     შეტანის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2021 წლის 13 მაისს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2021 წლის 13 მაისისა. ამასთან, პირი უფლებამოსილია საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები