- 2025
- 2024
- 2023
- 2022
- 2021
- 2020
- 2019
- 2018
- 2017
- 2016
- 2015
- 2014
- 2013
- 2012
- January
- February
- March
- April
- May
- June
- July
- August
- September
- October
- November
- December


ComCom-ის მედიალაბში სტარტაპერებისთვის ციფრული მარკეტინგის შესახებ სემინარი ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, სტარტაპერებისთვის ციფრული მარკეტინგის შესახებ სემინარი „სტარტაპ მარკეტინგი: ზრდის სტრატეგიები“ ჩატარდა, რომელსაც ციფრული მარკეტერი და AdMagica-ს თანადამფუძნებელი, გიგი კურტანიძე გაუძღვა. აღსანიშნავია, რომ AdMagica მედიალაბის კონკურსის - „იდეადრომის“ გამარჯვებულია და წარმოადგენს AI-ზე დაფუძნებულ პლატფორმას, რომელიც ციფრული არხებისთვის ავტომატიზებულ და ეფექტურ სარეკლამო ვიზუალებს ქმნის.
შეხვედრის ფარგლებში განიხილებოდა ისეთი...
მეტის ნახვა
ComCom-მა საერთო რადიომაუწყებლების ლიცენზიების მოსაპოვებლად 6 გეოგრაფიულ ზონაში კონკურსი გამოაცხადა

კომუნიკაციების კომისია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს. კონკურსები გამოცხადდა ექვსი საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონის დაფარვის მიზნით, რომლებსაც თბილისი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა, ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ასევე, ზემო სვანეთი და გურია წარმოადგენენ.
ქალაქ თბილისში საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადება შპს „ახალმა რადიომ“ მოითხოვა. დანარჩენ...
მეტის ნახვა
აბონენტებს 5G-ის უკვე სამივე ოპერატორი მიაწვდის

საქართველოში მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტი სამივე მსხვილი ოპერატორის აბონენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. კომუნიკაციების კომისიამ, 5G-ის დასანერგად მესამედ ჩატარებულ აუქციონში, N1 კომბინირებული ლოტის გამარჯვებულად „სილქნეტი“ გამოაცხადა. აღნიშნული ლოტის საფასურმა ჯამურად 48 802 257 ლარი შეადგინა. ოპერატორს სრული თანხის 30%-ის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის შემდეგ 700 მჰც და 3400-3800 მჰც სიხშირული დიაპაზონით სარგებლობის ლიცენზია მიენიჭება. დარჩენილი 70% კი კომპანიამ...
მეტის ნახვა
ComCom-მა თსუ-ს და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა

ComCom-მა ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ევროპის უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ გუგულაშვილი გაუძღვა.
სამუშაო შეხვედრაზე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა მედიაწიგნიერების არსი და მისი როლი თანამედროვე სამყაროში; დეზინფორმაციის შექმნისა თუ გავრცელების შესაძლო მოტივები;...
მეტის ნახვა
ComCom-მა „სეზონი ტვ“ ეთერში უცენზურო ლექსიკის გამოყენებისთვის 2500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „სეზონი ტვ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის 2500 ლარით დააჯარიმა. კერძოდ, ComCom-ის მიერ განხორციელებული მონიტორინგით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის მაისში და ივნისში, 21:00 საათზე, „სეზონი ტვ“-ის პირდაპირ ეთერში გადიოდა გადაცემა „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად“, რომელიც შეიცავდა შეურაცხმყოფელ ლექსიკას - ერთ შემთხვევაში მიწვეული სტუმრის, მეორე შემთხვევაში კი წამყვანის...
მეტის ნახვა