იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის წამყვანი სპეციალისტი
კომუნიკაციების კომისია აცხადებს კონკურსს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის წამყვანი სპეციალისტის ვაკანსიაზე.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით შექმნილია იურიდიული დეპარტამენტი, რომელიც შედგება ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფისგან. სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის ფუნქციები გულისხმობს კომისიის საქმიანობის სამართლებრივ მხარდაჭერას, დავების განხილვის მიზნით ადმინისტრაციული წარმოებების უზრუნველყოფას, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირებისათვის კომისიის მიერ სანქციების დაკისრებისა და კომისიის გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესის კოორდინირებას, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას, სასამართლოში წარმომადგენლობას და სხვ.
იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის მიზანია მოქმედი საკანომდებლო/ნორმატიული ბაზის საერთაშორისო ნორმებთან/დირექტივებთან დაახლოებისთვის შესაბამისი ღონისძიებების წარმართვა, ნორმაშემოქმედება, დავების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების სამართლებირვი უზურნველყოფა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.comcom.ge
თანამდებობრივი სარგო: 3330 ლარიდან (დარიცხული)
ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსს
კატეგორია - იურიდიული
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)
- სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის კომპეტენციის ფარგლებში კომისიის ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
- სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის კომპეტენციის ფარგლებში კომისიის გადაწყვეტილებათა აღსრულების უზრუნველმყოფი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება;
- კომისიის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოებსა და სხვა ორგანოებში;
- სამართლებრივი აქტების/ხელშეკრულებების პროექტების მომზადება/სამართლებრივი ექსპერტიზა;
- მედიამომსახურებებისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა შესახებ კონსულტაციებისა და სამართლებრივი დახმარების გაწევა, შესაბამისი სამართლებრივი დასკვნების პროექტების მომზადება;
- კომისიის უწყებრივ რეესტრებში/მონაცემთა ბაზებში კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებული პირების შესახებ ადმინისტრაციული წარმოებს შედეგად კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე მონაცემთა ასახვა;
- დეპარტამენტის უფროსის დავალებით/დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით კომისიაში მიდინარე პროექტებში მონაწილეობა დეპარტამენტის უფროსისა და დასაქმებულის მიერ შეთანხმებული პროექტის შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად;
- სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის/ჯგუფის უფროსის სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
განათლება: მაგისტრის ხარისხი სამართალში
სამუშაო გამოცდილება: 3 წელი
სამართლის დარგში მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება, აქედან სულ მცირე 1 წელი ადმინისტრაციულ ორგანოში ან ადმინისტრაციული წარმოების/სამართალწარმოების კუთხით იურიდიულ კომპანიაში / კერძო ორგანიზაციაში.
სასურველია:
- სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება;
- ელექტრონული კომუნიკაციებისა და მედიამომსახურებების კუთხით მუშაობის გამოცდილება.
პროფესიული ცოდნა:
- საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული საკანონმდებლო აქტების ცოდნა;
- კონკურენციის სამართლის, მედია და სატელეკომუნიკაციო სამართლის პრინციპების ცოდნა.
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ “საქართველოს კანონი;
- „მაუწყებლობის შესახებ “საქართველოს კანონი;
- „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ “საქართველოს კანონი;
- „ნორმატიული აქტების შესახებ “საქართველოს კანონი;
- მაუწყებელთა ქცევის კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (ზოგადი ნაწილი და კომისიის კომპეტენციის ნაწილი);
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტი".
უცხოური ენების ცოდნა:
- ინგლისური ენა - B2
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
- MS Office MS Office (Word Excel, Power Point ) - კარგი
კომპეტენცია და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისურ ენაზე წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- კრიტიკული ანალიზის უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
- მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი.
უცხოური ენების ცოდნა:
- ინგლისური ენა - B2
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
- MS Office MS Office (Word Excel, Power Point ) - კარგი
კომპეტენცია და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისურ ენაზე წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- კრიტიკული ანალიზის უნარი;
- დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
- მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი.
განაცხადის შევსების დროს „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;(შენიშვნა: საკონკურსო კომისია დამატებით იმსჯელებს იმ კანდიდატების თაობაზე, რომლებიც არიან აღნიშნული კვალიფიკაციის მიღების პროცესში.)
- საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
- სამოტივაციო წერილი, რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას;
- ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშობის გამოცდილება);
- წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში; (ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში). ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის ნიმუში.
კანდიდატმა სასურველია ატვირთოს:
- ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი ან ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა
ინტერესთა კონფლიქტი:
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:
ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
2. დასაქმებული არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
კონკურსის ეტაპები:
გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება შემდეგ ეტაპებად:
- განაცხადების გადარჩევა;
- ტესტირება ინგლისურ ენაში;
- გასაუბრება;
- კონკურსის შედეგების გამოცხადება.
შენიშვნა: საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ზეპირი დავალებისა და გასაუბრების ეტაპს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შესაძლოა დაბარებულ იქნენ დამატებით ეტაპზე.
პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;
განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვის და ორგანიზაციული განვითარების სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
მეორე ეტაპი - საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება ორ ქვე ეტაპად, ტესტირება ინგლისურ ენაში და ზეპირი დავალება და გასაუბრება.
I - ტესტირება ინგლისურ ენაში - ტესტირების დროს შეფასდება აპლიკანტთა ინგლისური ენის ცოდნის დონე.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, ზეპირი დავალების და გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ის კანდიდატები, რომლებიც ინგლისური ენის ტესტირებაში მიიღებენ მოთხოვნილ დონეს.
შენიშვნა: ინგლისური ენის ტესტირებისგან გათავისუფლდებიან და ზეპირი დავალების და გასაუბრების ეტაპზე გადავლენ ის კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი დონის დამადასტურებელ ვალიდურ ცნობას - სტანდარტიზებული ტესტები (TOEFL-ის, IELTS-ის, Cambridge Certificate-ის, ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” მიერ ინგლისური ენის ფლობის დონის განმსაზღვრელი ტესტის სერტიფიკატი/ცნობა). ინგლისური ენის კომპეტენციის დადასტურებისაგან ასევე გათავისუფლდება კანდიდატი, რომელსაც ინგლისურ ენაზე მიღებული აქვს აკადემიური ხარისხი (ბაკალავრის ან მაგისტრის).
ასეთ შემთხვევაში კანდიდატმა თავის რეზიუმეში, ველში – „დამატებითი დოკუმენტაცია“ უნდა ატვირთოს ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი, ან ინგლისურ ენაზე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის №653/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურის ჩატარების წესის“ მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კანდიდატის შეფასებისას, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.
II - გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან: ტარდება საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული ცოდნის, უნარების, ინგლისური ენის ცოდნის, მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების და ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.
* საკონკურსო კომისიის სხდომები და კონკურსის ეტაპები შესაძლოა ჩატარდეს დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია კანდიდატებს აფასებს ქულათა სისტემის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის № 50/18; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
საკონტაქტო პირი: ანა მახარაშვილი, ტელ: +995 322393617; ელ-ფოსტა: vacancy@comcom.ge