წვდომის მენიუ

შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B175 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე

ნომერი: გ-25-6 / 412

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 04, 2025 10:04

მიღების თარიღი ივლისი 31, 2025

შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B175 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე

განმცხადებელი: შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“;

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 31 ივლისი;

I.აღწერილობითი  ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/2508 , 18.06.2025) მიმართა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა“ (ს/კ  233109739) მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B 175 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B175 ლიცენზიას, 2025 წლის 20 აგვისტომდე, 2015 წლის 20 აგვისტოს №495/1 და 2015 წლის 24 დეკემბრის №813/22 გადაწყვეტილებებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო მაუწყებლობა;

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2025 წლის 20 აგვისტომდე;

დ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 12 საათი;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ვ) ტექნიკური პარამეტრები:

 გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 სიხშირე

(მჰც)

 მოდულაცია

 პოლარ იზაცია V / H

 გასხივება

 გამცემის სიმძლავრე (ვტ)

 გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 ქ. თბილისი

 93.5

 FM

 V

 წრიული

 1000

 41°41'44"N

44°47'05"E

 170

 6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

თ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების   სახმელეთო   ტერიტორია,   რომელიც   პირობითად   შემოსაზღვრულია  ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;”

3. „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ ლიცენზიის მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით გრძელდება ავტომატურად, თუ ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისათვის დადგენილ სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი მიმართავს კომისიას კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებით. კომისია კონკურსს ატარებს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, განცხადება ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე შეტანილი უნდა იქნეს კომისიაში, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 33 სამუშაო დღისა. ამ ვადის დარღვევით შეტანილ განცხადებასთან დაკავშირებით კომისია იღებს გადაწყვეტილებას მისი განუხილველად დატოვების შესახებ.

5. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიმართ ლიცენზიის მოქმედების პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები; ამავე დროს, კომპანიის მიერ დაცულია კომისიაში ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების განცხადების წარმოდგენისათვის დადგენილი ვადა.

6. კომისია აღნიშნავს, რომ ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, სალიცენზიო მოსაკრებელი კერძო მაუწყებლობის ლიცენზიისათვის შეადგენს - 2,000 (ორი ათას) ლარს. შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიერ 2025 წლის 20 ივნისს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხულია სალიცენზიო მოსაკრებელი - 2,000 (ორი ათასი) ლარი. კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/2549, 20.06.2025).

II.   სამოტივაციო ნაწილი

7. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირება და მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად 2025 წლის 27 ივნისის კომისიის №გ-25-23/336 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ კერძო მაუწყებლობის №B175 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე; ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 31 ივლისი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

8. კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ, ”რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის გაანგარიშება (სამსახურეობრივი ბარათი №25-10-1371, 27.06.2025) რომელმაც შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ კერძო მაუწყებლობის №B175 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის შეადგინა – 10 692.00 ლარი.

9. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2025 წლის 31 ივლისის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ წარმომადგენელი რამაზ სამხარაძე. კომისიის სხდომაზე მან დაადასტურა კერძო რადიომაუწყებლობის №B175 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის სალიცენზიო გადასახდელის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში კომისიის მიერ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად, ერთი წლის ვადაში გადახდაზე მზადყოფნა. კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ  ზეპირი  მოსმენა  დასრულებულად  ჩათვალა  და საკითხთან  დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მიზანშეწონილად მიიჩნია იმავე დღეს ძირითად სხდომაზე.

10. კომისიის 2025 წლის 31 ივლისის სხდომას ესწრებოდა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ წარმომადგენელი  რამაზ სამხარაძე. კომისიის  2025 წლის 31  ივლისის  სხდომაზე აღინიშნა, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ გამოვლენილა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B175 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების დამაბრკოლებელი გარემოებები. შესაბამისად კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია კერძო რადიომაუწყებლობის №B175 ლიცენზიას მოქმედების ვადა გაუგრძელდეს 10 წლის ვადით.

III. სარეზოლუციო  ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ მე–5 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ (ს/კ 233109739) კერძო რადიომაუწყებლობის №B175 ლიცენზიას 2025 წლის 20 აგვისტოდან 2035 წლის 20 აგვისტომდე შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2035 წლის 20 აგვისტომდე;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე–ღამის განმავლობაში - 12 საათი;

ვ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ზ) ტექნიკური პარამეტრები:

გამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 სიხშირე

(მჰც)

 მოდულაცია

 პოლარ იზაცია V / H

 გასხივება

გამცემის სიმძლავრე (ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. თბილისი

 93.5

 FM

V

წრიული

1000

41°41'44"N

44°47'05"E

170

6

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

თ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით;

ი) სალიცენზიო გადასახდელი: შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B175 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის გათვალისწინებული სალიცენზიო გადასახდელი შეადგენს 10 692.00 (ათი ათას ექვსასოთხმოცდათორმეტი და 00) ლარს. სალიცენზიო გადასახდელის - 10 692.00 (ათი ათას ექვსასოთხმოცდათორმეტი და 00) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:

მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში

მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი: TRESGE22

ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 300773062

891.00 ლარი - 2025 წლის 31 აგვისტომდე;

891.00 ლარი - 2025  წლის 30 სექტემბრამდე;

891.00 ლარი - 2025 წლის 31 ოქტომბრამდე;

891.00 ლარი - 2025 წლის 30 ნოემბრამდე;

891.00 ლარი - 2025 წლის 31 დეკემბრამდე;

891.00 ლარი - 2026 წლის 31 იანვრამდე;

891.00 ლარი - 2026 წლის 28 თებერვლამდე;

891.00 ლარი - 2026 წლის 31 მარტამდე;

891.00 ლარი - 2026 წლის 30 აპრილამდე;

891.00 ლარი - 2026 წლის 31 მაისამდე;

891.00 ლარი - 2026 წლის 30 ივნისამდე;

891.00 ლარი - 2026 წლის 31 ივლისამდე;

2. შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ ვალდებულია დაიცვას მედიამომსახურების სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები, მედიამომსახურების სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე).

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთისთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოქვეყნებისთანავე;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), დ), ე) და ვ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (კ. ქორიძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ზ) და თ) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ი) ქვეპუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს (ნ. დევდარიანი);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესრულებაზე ერთობლივად დაევალოს კომისიის აპარატის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს, სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს, იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს და ადმინისტრაციის საფინანსო-საბიუჯეტო ჯგუფს;

11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი პუნქტის ა), ბ), დ), ე), ვ), ზ), თ) და ი) ქვეპუნქტების, მე-4, მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური          თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე      წევრი

ნათია კუკულაძე     წევრი

ივანე მახარაძე         წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები