წვდომის მენიუ

ააიპ „ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ კერძო რადიომაუწყებლობის B12 ლიცენზიის შპს „ფიესეი“-სთვის გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ნომერი: გ-25-5 / 571

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 02, 2025 14:57

მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2025

ააიპ „ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ კერძო რადიომაუწყებლობის B12 ლიცენზიის  შპს „ფიესეი“-სთვის გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

განმცხადებელი: ააიპ „ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ და შპს „ფიესეი“;

კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 27 ნოემბერი;

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2025 წლის 24 ნოემბერს კომისიას ერთობლივი განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-6/4820, 24.11.2025) მიმართეს  ააიპ  „ჯიპა-საქართველოს  საზოგადოებრივ  საქმეთა  ინსტიტუტმა“  (ს/კ 204429341)  და  შპს „ფიესეი“-მ (ს/კ 405794001) ააიპ „ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ მფლობელობაში არსებული კერძო რადიომაუწყებლობის №B12 ლიცენზიის შპს „ფიესეი“-სთვის გადაცემის მიზნით, კომისიისგან წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით. კომისიაში შემოსულ განცხადებაზე თანდართულია ლიცენზიის ნასყიდობის ხელშეკრულება, შპს „ფიესეი“-ს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, კომპანიის მიერ შევსებული შესაბამისობის დეკლარაცია, ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომ ააიპ „ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს“ დავალიანება არ ერიცხება.

II. სამოტივაციო ნაწილი

2. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 481-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის  სხვა  პირისათვის  გადაცემა  შესაძლებელია,  მხოლოდ  კომისიის  წინასწარი  თანხმობით.„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი არის პირი, რომელსაც ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვს უფლება,  განახორციელოს  ლიცენზიით  განსაზღვრული  საქმიანობა,  ისარგებლოს რესურსით,  ან  სხვა ლიცენზიის მფლობელის მიერ გადაცემული აქვს ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლება.

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე–2 პუნქტის და 371-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ შეიძლება იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანო, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კულტურის ორგანიზაციისა;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ)  ადმინისტრაციულ  ორგანოსთან  ურთიერთდამოკიდებულების  მქონე  იურიდიული  პირი,  გარდა კულტურის ორგანიზაციისა;

დ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი; ე) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტ რირებული პირი;

ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი აგრეთვე არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის სხვა სახელმწიფოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი/ორგანო, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B12 ლიცენზიას 2026 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის 2025 წლის 13 ნოემბრის №გ-

24-6/541 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 31 დეკემბრამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური;

ვ) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში - 12 საათი;

ზ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 სიხშირე

(მჰც)

 მოდულაცია

პოლარ იზაცია V / H

გასხივება

გადამცემის სიმძლავრე (ვტ)

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის

ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. თბილისი

94.3

FM

V

წრიული

1000

41°41'45"N

44°47'06"E

100

8

ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

თ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მედიამომსახურების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები;

ბ) მედიამომსახურების სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

გ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;

დ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ე) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

5. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ფიესეი“-ს 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ნიკოლოზ კაპანაძე (პ/ნ 01024074779). კომისიაში წარმოდგენილი შესაბამისობის დეკლარაციით შპს „ფიესეი“-ს დირექტორი ადასტურებს, რომ შპს „ფიესეი“ ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე არ წარმოადგენენ: საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს, სხვა საჯარო მოხელეს, ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიულ პირს. საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს; ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს; იურიდიულ პირს, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.

6. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფის მიერ გადამოწმდა შპს „ფიესეი“-ს ბენეფიციარი მესაკუთრის ნიკოლოზ კაპანაძის მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებ-გვერდზე (https://portal.acb.gov.ge). გადამოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფიზიკური პირის მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება. ასევე შპს „ფიესეი“-ს ბენეფიციარი მესაკუთრეს მონაცემები გადამოწმდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრის ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge გადამოწმების შედეგად მისი მონაცემები მითითებულ ვებ-გვერდზე არ იძებნება.

7. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს უფლება აქვს, დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე პირთან ერთად თითო მომსახურების ზონაში ფლობდეს არაუმეტეს 1 საერთო საეთერო სატელევიზიო არხს და 1 საერთო საეთერო რადიოარხს. კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით შპს „ფიესეი“ არ ფლობს მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიას ან ავტორიზაციას.

8. კომისია აღნიშნავს, რომ 2025 წლის 27 ნოემბრის კომისიის სხდომას ესწრებოდნენ შპს „ფიესეი“-ს და ააიპ „ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ წარმომადგენლები ანა ლომთაძე და ნიკოლოზ კაპანაძე.

9. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ და ააიპ „ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B12 ლიცენზიის შპს „ფიესეი“-სთვის გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს ააიპ „ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B12 ლიცენზიის გადაცემაზე შპს „ფიესეი“-სთვის წინასწარი თანხმობის მიცემის დამაბრკოლებელი გარემოება  გათვალისწინებული „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და შესაბამისად, შესაძლებელია ააიპ „ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ   საქმეთა   ინსტიტუტს“      მიეცეს   წინასწარი   თანხმობა,  კერძო მაუწყებლობის №B12 ლიცენზიის გადაცემაზე.

III. სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ”  საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, 481-ე და მე-60 მუხლებიდან გამომდინარე, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მიეცეს თანხმობა ააიპ „ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს“ (ს/კ 204429341) მის მფლობელობაში  არსებული  კერძო  რადიომაუწყებლობის  №B12  ლიცენზიის  შპს  „ფიესეი“-სთვის (ს/კ405794001) გადაცემაზე;

2. უზრუნველყოს შპს „ფიესეი“-სმა კერძო რადიომაუწყებლობის №B12 ლიცენზიის სარგებლობაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ლიცენზიის სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება;

3. განემარტოს შპს „ფიესეი“-ს, რომ ააიპ „ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ მფლობელობაში არსებული კერძო რადიომაუწყებლობის №B12 ლიცენზიის შპს „ფიესეი“-სთვის, გადაცემის შემთხვევაში ზემოაღნიშნული ლიცენზიით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები და ვალდებულებები უცვლელი სახით გადავა ლიცენზიის ახალ მფლობელზე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს შპს „ფიესეი“-ს, მიერ კერძო რადიომაუწყებლობის №B12 ლიცენზიის სარგებლობაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტების ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე); ბ)  სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

გ) ლიცენზიის გადაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

დ) შესაბამისობის დეკლარაციის კომისიის ვებ–გვერდზე ატვირთვის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ფიესეი“-სთვის და ააიპ „ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „ფიესეი“-სთვის და ააიპ „ჯიპა-საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისთვის“ ჩაბარებისთანავე;

7. გადაწყვეტილება  შეიძლება  გასაჩივრდეს  ქ.  თბილისის  საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ვახტანგ  აბაშიძე              თავმჯდომარე  - მ.შ.

ეკატერინე  იმედაძე         წევრი

ნათია კუკულაძე             წევრი

ივანე მახარაძე                 წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები