შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/662 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2025 17:35
მიღების თარიღი ივლისი 31, 2025
შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/662 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
განმცხადებელი: შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგო“;
კომისიის სხდომის თარიღი: 2025 წლის 31 ივლისი;
I. აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას წერილობით მიმართა შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგომ“ (ს/ნ 230031195) (წერილების კომისიაში რეგისტრაციის №შ-25-7/1944 , 08.05.2025; №შ-25-7/2419, 11.06.2025) კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიის მოდიფიცირების თხოვნით. კერძოდ, შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგო“ ითხოვს ქ. ზესტაფონში რადიომაუწყებლობისთვის, ლიცენზიით გათვალისწინებული ლუწი სიხშირის (102.0 მჰც) შეცვლას კენტი (101.5მჰც) სიხშირით, ვინაიდან ამერიკიდან იმპორტირებული ავტომობილების რადიომიმღებების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ უზრუნველყოფს ლუწი სიხშირის მიღებას ტექნიკური შეზღუდვების გამო.
2. კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგო“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიას 2026 წლის 31 დეკემბრამდე, კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/662 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;
დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2026 წლის 31 დეკემბრამდე; ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე (მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენისდაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
ქ. ზესტაფონი |
102.0 |
FM |
V |
მიმართული (160° გაშლის კუთხე, აზიმუტი 43°) |
750 |
42°6'1.45"N 42°59'38.9"E |
30 |
4 |
ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
II. სამოტივაციო ნაწილი
3. კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;
ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე. ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე მოდიფიცირების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.
ამავე კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. შესაბამისად 2025 წლის 27 ივნისის კომისიის №გ-25-23/335 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/662 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 31 ივლისი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
4. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართა კომისიის 2025 წლის 31 ივლისის სხდომაზე. სხდომას ესწრებოდა შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ დირექტორი ანდრო ლომთაძე. ზეპირი მოსმენის სხდომაზე აღინიშნა, რომ კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (№25-10-1353, 25.06.2025) თანახმად რადიომონიტორინგის შედეგებსა და თეორიული გათვლების საფუძველზე, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის და მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმარებული სამაუწყებლო სიხშირული რესურსის თავსებადობის შენარჩუნებას, შესაძლებელია ქ. ზესტაფონში შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ კუთვნილ რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიაში განხორციელდეს ცვლილება და ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირული რესურსი 102.0 მჰც შეიცვალოს 101.5 მჰც-ით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სხდომაზე კომისიამ ზეპირი მოსმენა დასრულებულად ჩაითვალა და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მიზანშეწონილად მიიჩნია იმავე დღეს ძირითად სხდომაზე.
5. კომისიის 2025 წლის 31 ივლისის სხდომას ესწრებოდა შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ დირექტორი ანდრო ლომთაძე. სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზიის მოდიფიცირების შემთხვევაში არ დაირღვევა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.
III. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 382-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავისა და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოს“ (ს/ნ 230031195) კერძო რადიომაუწყებლობის №B38 ლიცენზია, შევიდეს ცვლილება კომისიის 2021 წლის 16 დეკემბრის №გ-21-6/662 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ვ.ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ.ა) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხშირე(მჰც) |
მოდულაცია |
პოლარ იზაცია V / H |
გასხივება |
გადამცემის სიმძლავრე (ვტ) |
გეოგრაფიული კოორდინატები |
ანტენისდაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ) |
ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ) |
ქ. ზესტაფონი |
101.5 |
FM |
V |
მიმართული (160° გაშლის კუთხე, აზიმუტი 43°) |
750 |
42°6'1.45"N 42°59'38.9"E |
30 |
4 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).”
2. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე).
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა; ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი):ა) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოსთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge)
გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს წინამდებარე გადაწყვეტილების შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოსთვის“ ჩაბარებისთანავე;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64) შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია არგოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტს (ა.ქარუმიძე);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (პირველი და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ნათია კუკულაძე წევრი
ივანე მახარაძე წევრი