წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 24 ივლისის N გ-25-3/396 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

ნომერი: გ-25-19 / 406

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2025 17:13

მიღების თარიღი ივლისი 31, 2025

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2025 წლის 24 ივლისის N გ-25-3/396 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

კომისიის სხდომის თარიღი: 31.07.2025

I. აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში-კომისია) მიერ მიღებულია  „შპს „მთავარი არხისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე” 2025 წლის 24 ივლისის N გ-25-3/396 გადაწყვეტილება;

2. „შპს „მთავარი არხისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე” კომისიის 2025 წლის 24 ივლისის N გ-25-3/396 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მე-15 პარაგრაფში მითითებულია შემდეგი:

„15. კომისიის 2025 წლის 19 ივნისის N .... გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მთავარი არხისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების მიზნით. ასევე დაინტერესებული მხარეების მიერ წერილობითი მოსაზრების წარდგენის ვადად განისაზღვრა 2025 წლის 22 ივლისის ჩათვლით პერიოდი, ხოლო ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 24 ივლისი.

მტკიცებულება: „შპს „მთავარი არხისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2025 წლის 12 ივნისის N .... გადაწყვეტილება.“;

3.    ასევე, ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის სამართლებრივი შეფასების მე-19 პარაგრაფში მითითებულია შემდეგი:

„19. ასევე, დადგინდა, რომ შპს „მთავარი არხი“ 2025 წლის თებერვლის თვიდან არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმებს და არ აქვს წარმოდგენილი 2025 წლის პირველი კვარტლის სხვადასხვა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-18 პარაგრაფი).”.

4. კომისიის 2025 წლის 24  ივლისის N  გ-25-3/396  გადაწყვეტილებაში  დაშვებულ  იქნა ტექნიკური შეცდომები, კერძოდ, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის დადგენილ ფაქტობრივი გარემოებების მე-15 პარაგრაფში არ არის მითითებული „შპს „მთავარი არხისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2025 წლის 19 ივნისის Nგ-25-23/316 გადაწყვეტილების რეგისტრაციის ნომერი, ხოლო, ამავე პარაგრაფის მტკიცებულებების გრაფაში არასწორად არის მითითებული გადაწყვეტილების თარიღი და არ  არის მითითებული გადაწყვეტილების რეგისტრაციის ნომერი; ასევე, სამოტივაციო ნაწილის სამართლებრივი შეფასების მე-19 პარაგრაფში, გარდა I კვარტლისა უნდა იყოს II კვარტლის ფორმების წარმოუდგენლობაზე მითითება და ნაცვლად გადაწყვეტილების მე-18 პარაგრაფზე მითითებისა უნდა იყოს მითითება სამოტივაციო ნაწილის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მე-13 პარაგრაფზე.

5. კომისიის  2025  წლის  24  ივლისის  N  გ-25-3/396  გადაწყვეტილებაში  დაშვებულ  იქნა ტექნიკური შეცდომები, ამდენად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მე-15 პარაგრაფში უნდა მიეთითოს „შპს „მთავარი არხისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2025 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების რეგისტრაციის ნომერი - Nგ-25-23/316. ხოლო, ამავე პარაგრაფის მტკიცებულებების გრაფაში გასწორდეს არასწორად მითითებული გადაწყვეტილების თარიღი და ნაცვლად 12 ივნისისა მიეთითოს 19 ივნისი და   დაემატოს გადაწყვეტილების რეგისტრაციის ნომერი - Nგ-25-23/316; ხოლო, ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის სამართლებრივი შეფასების მე-19 პარაგრაფში დაემატოს მე-2 კვარტალი და ნაცვლად გადაწყვეტილების მე-18 პარაგრაფზე მითითებისა ჩაიწეროს სამოტივაციო ნაწილის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მე-13 პარაგრაფი.

II. სამოტივაციო ნაწილი

6. საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  59-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის შესაბამისად, „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები“. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არსებითი შესწორების შეტანა ნიშნავს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შეცდომების გასწორება უნდა გამოქვეყნდეს ან გადაეცეს ოფიციალური გაცნობისთვის იმავე წესით, რომელიც დადგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისათვის ან გაცნობისათვის.

III. სარეზოლუციო ნაწილი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის 27 ივნისის №1 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ (დანართი N1) მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გასწორდეს  „შპს  „მთავარი  არხისთვის“  ავტორიზაციის  შეჩერების  თაობაზე”  კომისიის  2025 წლის 24 ივლისის N გ-25-3/396 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მე-15 პარაგრაფში და სამართლებრივი შეფასების მე-19 პარაგრაფში დაშვებული ტექნიკური   შეცდომა   და გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მე-15 პარაგრაფი  და სამართლებრივი შეფასების მე-19 პარაგრაფი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) „15. კომისიის 2025 წლის 19 ივნისის Nგ-25-23/316 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „მთავარი არხისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების მიზნით. ასევე დაინტერესებული მხარეების მიერ წერილობითი მოსაზრების წარდგენის ვადად განისაზღვრა 2025 წლის 22 ივლისის ჩათვლით პერიოდი, ხოლო ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2025 წლის 24 ივლისი.

მტკიცებულება: „შპს „მთავარი არხისთვის“ ავტორიზაციის შეჩერების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“ კომისიის 2025 წლის 19 ივნისის Nგ-25-23/316 გადაწყვეტილება.“;

ბ) „19. ასევე, დადგინდა, რომ შპს „მთავარი არხი“ 2025 წლის თებერვლის თვიდან არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშების ფორმებს და არ აქვს წარმოდგენილი 2025 წლის პირველი და მე-2 კვარტლის სხვადასხვა სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მე-13 პარაგრაფი).”;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ბ. გასვიანი) წინამდებარე გადაწყვეტილების კომისიის ვებგვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ერთი თვის ვადაში;

5. კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  დაევალოს  კომისიის  აპარატის ადმინისტრაციას (ბ.გასვიანი).

კახი ბექაური                თავმჯდომარე

ვახტანგ  აბაშიძე           წევრი

ნათია კუკულაძე          წევრი

ივანე მახარაძე             წევრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები