შპს ,,კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის ცვლილების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 30, 2021 17:19
მიღების თარიღი ივლისი 29, 2021
შპს ,,კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის ცვლილების შესახებ
I. საქმის აღწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2021 წლის 15 აპრილის Nგ-21-22/227 გადაწყვეტილებით შპს ,,კავკასუს ონლაინის“ სპეციალურ მმართველად დაინიშნა თამარ ბოკუჩავა (პ/ნ 01009000695).
2021 წლის 26 ივლისს, კომისიას წერილობით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3171-21; 26.07.2021) მომართა თამარ ბოკუჩავამ და ითხოვა შპს ,,კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის თანამდებობიდან გათავისუფლება.
კომისიას 2021 წლის 28 ივლისს მომართა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-9/3208; 28.07.2021) თამთა ტეფნაძემ და წერილობითი თანხმობა განაცხადა შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალურ მმართველად დანიშვნაზე და ამავე განცხადებაში დაადასტურა, რომ მას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი არც ერთი პირის მიმართ არ აქვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
II. გამოკვლეული მტკიცებულებები
1. ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და კომისიის უწყებრივი რეესტრიდან შპს „კავკასუს ონლაინის“ შესახებ;
2. შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის თამარ ბოკუჩავას განცხადება (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-6/3171-21; 26.07.2021);
3. თამთა ტეფნაძის წერილობითი თანხმობა (კომისიაში რეგისტრაციის Nშ-21-9/3208; 28.07.2021) თანდართული დოკუმენტაციით.
III. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
1. შპს „კავკასუს ონლაინი“ 2010 წლის 11 თებერვლიდან წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებულ პირს. ავტორიზებული საქმიანობის სახე: A.F.1 ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სპილენძის წყვილებით ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.2 ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა A.F.3 ძირითადი საკომუტაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: არხული საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; პაკეტური საკომუტაციო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.4 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებითა და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული (სადენიანი) სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა: ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური სახაზო საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ოპტიკურ- ბოჭკოვანი მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.5 მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა: რადიოსიხშირული მაგისტრალური არხებისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.6 საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა: საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.F.7 ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტების გაფართოებული რესურსებით უზრუნველყოფა: ელექტრონული საკომუნიკაციო ანძების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; აბონენტების (ბოლო მომხმარებლების) ინდივიდუალური დაშვების სისტემის საშუალებების (ციფრული ტელევიზიის)ს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული პაკეტური საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვის საშუალებებით (SIP, H323 ), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ძირითადი საკომუნიკაციო ქსელების ურთიერთჩართვის გარდამქმნელი ტერმინალური აღჭურვილობის (IP TV, IP ტელეფონია) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ ცენტრის შესაბამისი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; A.S.1თანამგზავრული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა: თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; B.F.1 ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up); სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; WiFi; სხვა; B.F.3 მონაცემთა გადაცემა :მონაცემთა გადაცემა; B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; რადიომაუწყებლობის ტრანზიტი; B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand): გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand); B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით; B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება;
2. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2020 წლის 1 ოქტომბრის Nგ-20-18/747 და 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-18/291 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ,,კავკასუს ონლაინის“ სპეციალურ მმართველს დავალებული აქვს შპს „კავკასუს ონლაინის“ წილის პირდაპირ და არაპირდაპირ 100%-ის მფლობელ კომპანიაში, „ნელგადო ლიმითედში“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას კუთვნილი წილის 100 % -ის ფიზიკურ პირ ნასიბ ჰასანოვის მიერ შეძენამდე არსებული მდგომარეობის (წილობრივი მფლობელობის) აღდგენის უზრუნველყოფა და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენა;
3. კომისიის მიერ დავალებული ქმედების შესასრულებლად სპეციალურ მმართველს მიენიჭა შემდეგი უფლებამოსილებები: ა) საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს შპს „კავკასუს ონლაინის“ დირექტორი (დირექტორები), სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (წევრები) (არსებობის შემთხვევაში) და კომპანიის სხვა თანამშრომლები; ბ) სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამ ქმედების ან გარიგების შედეგად ზიანი მიადგა ან ადგება ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების/ლიცენზიის მფლობელების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს; გ) შპს „კავკასუს ონლაინს“ შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების ცვლილება; დ) შეასრულოს შპს „კავკასუს ონლაინის“ მმართველობითი ორგანოს სხვა ფუნქციები (გარდა ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის აქტივის ან/და წილის/აქციის გასხვისებისა), რომელიც საჭიროა მის მიერ კომისიის დავალებული ქმედების აღსასრულებლად;
4. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის (29/07/2021) კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87, 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320, 2020 წლის 25 ივნისის Nგ-2018/527, 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-18/652 და 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-18/291 გადაწყვეტილებები კვლავაც აღუსრულებელია.
IV. გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები და დასაბუთება
1. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას;
2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და სალიცენზიო ან/და სანებართვო პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები;
3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს კომისია ახორციელებს მუდმივად და სისტემატურად;
4. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის 26-ე ან/და 27-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევის გამო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დანიშნოს სპეციალური მმართველი. სპეციალური მმართველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მიმართ ამ დარღვევისთვის უკვე ერთხელ მაინც იქნა გამოყენებული ამ კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჯარიმა და ჯარიმებმა ვერ უზრუნველყო კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების/ლიცენზიის მფლობელების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.
5. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სპეციალური მმართველი ინიშნება კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფამდე. წინამდებარე გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის (29/07/2021) კომისიის 2019 წლის 17 ოქტომბრის Nგ-19-18/605, 2019 წლის 12 დეკემბრის Nგ-19-18/697, 2020 წლის 6 თებერვლის Nგ-20-18/87, 2020 წლის 12 მარტის Nგ-20-18/320, 2020 წლის 25 ივნისის Nგ-2018/527, 2020 წლის 20 აგვისტოს Nგ-20-18/652 და 2021 წლის 20 მაისის Nგ-21-18/291 გადაწყვეტილებები, რომლის აღსასრულებლადაც კომპანიაში დაინიშნა სპეციალური მმართველი, კვლავაც აღუსრულებელია, შესაბამისად არ არსებობს სპეციალური მმართველის ღონისძიების გაუქმების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.
6. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სპეციალური მმართველი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მიმართ ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს და აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ პირს ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის მიმართ ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ პირი არის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირის/ლიცენზიის მფლობელის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომელი, წილის/აქციის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი, სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორთა საბჭოს წევრი ან პირსა და ამ პუნქტში აღნიშნულ ერთ-ერთ პირს შორის ურთიერთდამოკიდებულება არსებობს. ამ პუნქტის მიზნებისთვის მიიჩნევა, რომ პირთა შორის ურთიერთდამოკიდებულება არსებობს, თუ ეს პირები არიან საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული ურთიერთდამოკიდებული პირები. ამავე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია სპეციალური მმართველი თანამდებობიდან ნებისმიერ დროს ნებისმიერი საფუძვლით გაათავისუფლოს. ასეთ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ხელახლა დანიშნოს სპეციალური მმართველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, ვინაიდან შპს,,კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველი პირადი განცხადების საფუძველზე ითხოვს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას, ხოლო კომისია უფლებამოსილია სპეციალური მმართველი თანამდებობიდან ნებისმიერ დროს ნებისმიერი საფუძვლით გაათავისუფლოს და ამასთანავე, ხელახლა დანიშნოს სპეციალური მმართველი, მიზანშეწონილია, რომ დაკმაყოფილდეს თამარ ბოკუჩავას 2021 წლის 26 ივლისის Nშ-21-6/3171 განცხადება და იგი გათავისუფლდეს შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის თანამდებობიდან. ამასთანავე, ვინაიდან არ არსებობს სპეციალური მმართველის ღონისძიების გაუქმების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი, მიზანშეწონილია, რომ შპს „კავკასუს ონლაინში“ გაგრძელდეს სპეციალური მმართველის ღონისძიების განხორციელება და ამ მიზნით დაინიშნოს ახალი სპეციალური მმართველი და ცვლილება შევიდეს კომისიის 2020 წლის პირველი ოქტომბრის Nგ-20-18/747 გადაწყვეტილებაში.
7. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სპეციალური მმართველი ინიშნება კომისიის გადაწყვეტილებით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე.
8. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სპეციალური მმართველი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესადმინისტრირების სპეციალობით ან აქვს იურიდიული განათლება ან სხვა შესაბამისი განათლება, რომელიც საჭიროა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად.
9. თამთა ტეფნაძე (პ/ნ 57001013699) ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს და ასევე, ა(ა)იპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს.
თამთა ტეფნაძეს აქვს მუშაობის 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორში. მას აქვს სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 5 წელი ტელეკომუნიკაციების სფეროში, კერძოდ, 2014-2019 წლებში ახორციელებდა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილებას (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია). ამასთანავე, მას არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი არც ერთი პირის მიმართ.
10. შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ თამთა ტეფნაძე აკმაყოფილებს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლით სპეციალური მმართველისთვის დადგენილ მოთხოვნებს და იგი შეიძლება დაინიშნოს შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალურ მმართველად.
V. სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, 43-ე, 44-ე და 461 მუხლების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 63-ე და 95-ე - 99-ე მუხლების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 1 ოქტომბრის Nგ-20-18/747 გადაწყვეტილებაში, თამარ ბოკუჩავა (პ/ნ 01009000695) გათავისუფლდეს შპს ,,კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის თანამდებობიდან და 2020 წლის 1 ოქტომბრის Nგ-20-18/747 გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შპს ,,კავკასუს ონლაინის“ (ს/კ 211380833) სპეციალურ მმართველად დაინიშნოს თამთა ტეფნაძე (პ/ნ 57001013699);“;
2. კომისიის 2020 წლის 1 ოქტომბრის Nგ-20-18/747 გადაწყვეტილების დანარჩენი პუნქტები დარჩეს უცვლელი;
3. დაევალოს კომისიის სამართლებრივ დეპარტამენტს (ი. ბუთბაია) წინამდებარე გადაწყვეტილების სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გადაგზავნა;
4. დაევალოს სპეციალურ მმართველს წინამდებარე გადაწყვეტილების წარდგენა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და შპს „კავკასუს ონლაინის“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის განახლება, წინამდებარე გადაწყვეტილების გათვალისწინებით;
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) აღნიშნული გადაწყვეტილების შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ დაუყოვნებლივ გაგზავნა და გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
6. წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი სარეზოლუციო ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში;
8. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი) შპს „კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველის ცვლილების შესახებ ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა.
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე
წევრი
ეკატერინე იმედაძე
წევრი
ნათია კუკულაძე წევრი