წვდომის მენიუ

შპს „კავკასუს ონლაინისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

ნომერი: გ-21-15 / 707

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2022 11:31

მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2021

შპს „კავკასუს ონლაინისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „კავკასუს ონლაინმა“ (კომისიაში რეგისტრაციის №შ-21-7/5507, 20/12/2021) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის კოდის (1007) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით, რომელსაც იგი მართლზომიერად ფლობდა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N26 ლიცენზიის მოქმედების ვადაში.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად, პირები, რომლებზეც 2012 წლის პირველ თებერვლამდე ამ კანონის საფუძველზე გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია, ინარჩუნებენ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლებას ლიცენზიის მოქმედების შესაბამისი ვადის განმავლობაში.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლანი“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტის საფუძველზე მართლზომიერად ფლობს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის კოდს (1007) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობის  განსახორციელებლად, №N26 ლიცენზიის მოქმედების ვადით 2022 წლის 20 იანვრამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან  (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

სპილენძის წყვილების ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა

და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

სპილენძის       წყვილებით    ადგილობრივი    (სააბონენტო)    დაშვების    ქსელის    ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.2. ადგილობრივი დაშვების (უსადენო) ქსელის  შესაბამისი ელემენტებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა

რადიოსიხშირული, ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის შესაბამისი ელემენტებისა და

საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.3.   ძირითადი    საკომუტაციო    ქსელის    შესაბამისი    ელემენტებითა    და    საშუალებებით უზრუნველყოფა:

არხული    საკომუნიკაციო    საშუალებების    ფუნქციური    რესურსებითა    და    სიმძლავრეებით

უზრუნველყოფა;

პაკეტური     საკომუტაციო    საშუალებების    ფუნქციური    რესურსებითა    და    სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.4      მაგისტრალური  საკომუნიკაციო  ციფრული   სისტემის სახაზო (სადენიანი) გატარების საშუალებებით და/ან მაგისტრალური საკომუნიკაციო    ციფრული   (სადენიანი)   სისტემების ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა:

ოპტიკურ-ბოჭკოვანი   მაგისტრალური   სახაზო   საშუალებების   ფუნქციური   რესურსებითა   და

სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ოპტიკურ-ბოჭკოვანი   მაგისტრალური   საკომუნიკაციო   ციფრული   სისტემების   ტერმინალური საშუალებებს ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.5  მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემის (უსადენო) გატარების საშუალებებით უზრუნველყოფა:

რადიოსიხშირული    მაგისტრალური    არხებისა    და    შესაბამისი    ელემენტების    ფუნქციური

რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.6  საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებით უზრუნველყოფა:

საკანალიზაციო არხების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.F.7     ელექტრონული   საკომუნიკაციო   ქსელის   ელემენტების   გაფართოებული   რესურსებით უზრუნველყოფა:

ელექტრონული   საკომუნიკაციო    ანძების    ფუნქციური    რესურსებითა    და    სიმძლავრეებით

უზრუნველყოფა;

საბილინგო მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; სააბონენტო (მომხმარებელთა) მონაცემთა ბაზების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

აბონენტების  (ბოლო  მომხმარებლების)  ინდივიდუალური  დაშვების  სისტემის  საშუალებების (ციფრული ტელევიზიის) ფუნქციური რესურსებითა და სიმძლაბვრეებით უზრუნველყოფა; ელექტრონული  საკომუნიკაციო  ქსელების  საოპერაციო  პროგრამული  მართვის  საშუალებებით, მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

ელექტრონული   პაკეტური   საკომუნიკაციო   ქსელების   საოპერაციო   პროგრამული   მართვის საშუალებებით (SIP, H323), მათი ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; ძირითადი    საკომუნიკაციო    ქსელების    ურთიერთჩართვის    გარდამქმნელი    ტერმინალური აღჭურვილობის   (IP   TV,   IP   ტელეფონია)   ფუნქციური   რესურსებითა   და   სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

მონაცემთა დამუშავების ინტერნეტ  ცენტრის შესაბამისი  ფუნქციური    რესურსებითა    და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

A.S.1  თანამგზავრული  საკომუნიკაციო  ქსელის   შესაბამისი  ელემენტებითა  და  საშუალებებით უზრუნველყოფა:

თანამგზავრული     საკომუნიკაციო     სისტემის     ტერმინალური     საშუალებების     ფუნქციური

რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.1. ფიქსირებული  საკომუნიკაციო  სისტემის  აბონენტების  სატელეფონო  ხმოვანი  კავშირით მომსახურება:

ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;

საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება; B.F.2 ინტერნეტ მომსახურება:

სპილენძის წყვილებით ინტერნეტ მომსახურება (DSL); ოპტიკური ქსელით ინტერნეტ მომსახურება; კომუტირებადი არხებით ინტერნეტ მომსახურება (dial-up) WiFi;

სხვა.

B.F.3 მონაცემთა გადაცემა

მონაცემთა გადაცემა

B.F.4 მაუწყებლობის ტრანზიტი: ტელემაუწყებლობის ტრანზიტი; რადიომაუწყებლობის ტრანზიტი

B.F.6 გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)

გამოძახებით აუდიო ვიზუალური მომსახურება (video on demand)

B.S.2 ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით:

ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება თანამგზავრული არხით.

B.S.3 თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება:

თანამგზავრული ინტერნეტ მომსახურება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე- 19  მუხლის  მე-3  პუნქტის  შესაბამისად,  პირებს,  რომლებზედაც  2012  წლის  1  თებერვლამდე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”   საქართველოს კანონის საფუძველზე კომისიის მიერ გაცემული იყო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია, უფლება აქვთ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე მიმართონ კომისიას მათ სარგებლობაში არსებულ ნუმერაციის რესურსზე უფლების მინიჭების მოთხოვნით. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე  მუხლის  შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გაიცემა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად პირი იხდის „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრული ოდენობის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის და მე-8 მუხლის თ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის კოდის მოკლე ნომრებზე უფლება გაიცემა - 1 კოდზე; ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასური შეადგენს - 5000 ლარს ნუმერაციის ერთ რესურსზე.

კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შეისწავლა შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობა   კომისიის 2012 წლის 21  თებერვლის  №2  დადგენილებით  დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის მოთხოვნებთან და აღნიშნავს, რომ შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; კერძოდ, შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია განცხადება, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და რესურსით სარგებლობის საფასურის - 5000 ლარის კომისიის ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი საბუთი. შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ დაცულია აგრეთვე კომისიის   2012 წლის 21   თებერვლის   №2   დადგენილებით   დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა  განცხადების კომისიაში ერთი თვით ადრე წარმოდგენასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის და კომისიის 2012 წლის 21 თებერვლის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „კავკასუს ონლაინს“ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N677 უფლება და განესაზღვროს შემდეგი პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 1-0-0-7 (ერთი-ნული-ნული-შვიდი) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ოპერატორის არჩევის კოდი, ავტორიზებული საქმიანობისას საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო ზარების განხორციელების უზრუნველსაყოფად;

ბ) გეოგრაფიული ზონა: საქართველო;

გ) უფლების მოქმედების ვადა: 2022 წლის 20 იანვრიდან, უვადო, ყოველწლიური განახლებით;

დ) უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

2. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

3. ეცნობოს  შპს  „კავკასუს  ონლაინს“,  რომ  ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის  უფლების განახლება ხორციელდება    ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მინიჭებიდან/განახლებიდან არაუგვიანეს 1 წლისა, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდით და მისი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისთვის წარდგენით.

4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე) სათანადო მონაცემების კომისიის რეესტრში შეტანა;

5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:

ა)   ამოწურვადი   რესურსით   სარგებლობის   საფასურის   აღრიცხვა   შესაბამის   საბუღალტრო პროგრამაში (ნ.დევდარიანი);

ბ)   გადაწყვეტილების   შპს   „კავკასუს   ონლაინისთვის“   გაგზავნა   (ნ.   ჯავახიძე)   და   კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

7.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებაზე   დაევალოს   კომისიის   აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

კახი ბექაური თავმჯდომარე

ვახტანგ აბაშიძე

წევრი

ეკატერინე იმედაძე

წევრი

ნათია კუკულაძე წევრი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები