ი/მ ”კორნელი შუღლაძის“ კერძო მაუწყებლობის №B123 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 9 მარტის №197/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2020 12:46
მიღების თარიღი აგვისტო 27, 2020
ი/მ ”კორნელი შუღლაძის“ კერძო მაუწყებლობის №B123 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 9 მარტის №197/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ი/მ ”კორნელი შუღლაძემ“ (№შ-20-7/3536, 08.07.2020), მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B123 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.
კომისია აღნიშნავს, რომ ი/მ ”კორნელი შუღლაძე“ ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის №B123 ლიცენზიას კომისიის 2012 წლის 9 მარტის №197/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ლიცენზიის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა; დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 9 მარტამდე;
ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;
ვ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები:
გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი |
სიხში რე (მჰც) |
მოდულა ცია |
პოლა რ იზაც ია V / H |
გასხივება |
გადამცემ ის სიმძლავრ ე (ვტ) |
გეოგრაფიუ ლი კოორდინატე ბი |
ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდ ან (მ) |
ანტენის გაძლიერე ბის კოეფიციენ ტი (დბ) |
თერჯოლა, საპოვნელას საკომუნიკაც იო ანძა |
100.6 |
FM |
V |
წრიული |
500 |
42°10'53"N 42°47'09"E |
50 |
6 |
ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).
ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.
კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა. შესაბამისად კომისიის 2020 წლის 16 ივლისის №გ-20-23/566 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ი/მ ”კორნელი შუღლაძის“ კერძო მაუწყებლობის №B123 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 9 მარტის №197/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 20 აგვისტოს 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 20 აგვისტოს ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა კომპანიის წარმომადგენელი.
კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე არ გამოვლენილა კერძო მაუწყებლობის №B123 ლიცენზიის გაუქმების დამაბრკოლებელი გარემოებები. ზეპირი მოსმენის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად 2020 წლის 27 აგვისტოს 15:00 საათი განისაზღვრა.
კომისიის 2020 წლის 27 აგვისტოს სხდომას არ ესწრებოდა კომპანიის წარმომადგენელი. სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ სახეზეა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიის გაუქმება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გაუქმდეს ი/მ ”კორნელი შუღლაძის“ კერძო მაუწყებლობის №B123 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2012 წლის 9 მარტის №197/1 გადაწყვეტილება;
2. განემარტოს ი/მ ”კორნელი შუღლაძეს“, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (ნ. ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ი/მ „კორნელი შუღლაძისთვის“ გაგზავნა;
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის ი/მ „კორნელი შუღლაძისთვის“ ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) ი/მ „კორნელი შუღლაძისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი