წვდომის მენიუ

შპს „რ-რადიოს“კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 18 მაისის №369/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

ნომერი: გ-20-4 / 361

გამოქვეყნების თარიღი მარტი 31, 2020 13:39

მიღების თარიღი მარტი 26, 2020

შპს „რ-რადიოს“კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2012 წლის 18 მაისის №369/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის გ) და ვ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს სალიცენზიო პირობების დადგენა; ლიცენზიების გაცემა და მოდიფიცირება; ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება; ლიცენზიების გაუქმება; სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიების მფლობელებისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება; მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათების თანახმად (N20-10-66 14.01.2020 და N20-10-38 10.01.2020) რადიომონიტორინგის სისტემის თბილისის სტაციონარული სადგურიდან TCI მონიტორინგის სისიტემის პროგრამული უზრუნველყოფა “Scorpio Client”-ის საშუალებით ჩატარებული ხანგრძლივი მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შპს „რ-რადიოს“ რადიოსადგური (FM 101.3 მჰც) არ ფუნქციონირებს 2019 წლის 20 აგვისტოდან. სამსახურებრივი ბარათებთან ერთად წარმოდგენილია მონიტორინგის სისტემის შედეგები 2019 წლის 18 სექტემბრიდან 14 იანვრამდე პერიოდში. სამსახურებრივ ბარათში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 20 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე პერიოდის მონიტორინგის შედეგების წარმოდგენა შესაძლებელია მონიტორინგის სისტემის Screenshot-ების სახით. 

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „რ-რადიო“ ფლობს კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზიას 2012 წლის 18 მაისის №369/6 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო მაუწყებლობა;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2022 წლის 20 მაისამდე;

ე) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, რუსული;

ვ)მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და ტექნიკური პარამეტრები:

 

 

გადამცემის და ანტენის

 

განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე

(მჰც)

 

 

 

მოდულაცია

 

 

პოლარიზაცია

 

V / H

 

 

 

გასხივება

 

გადამცემის სიმძლავრე

 

(ვტ)

 

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან

 

(მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

ქ. თბილისი სატელევიოზიო ანძა

 

101.3

 

FM

 

V

 

წრიული

 

1000

41°41'44.49"N

 

44°47'5.92"E

 

85

 

8


ზემოაღნიშნული გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის         ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

ზ) მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გადამცემი სადგურების ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის გაუქმების საფუძველია ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში. ამავე კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2020 წლის 13 თებერვლის №გ-20-23/114 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „რ-რადიოს“ კერძო მაუწყებლობის   №B104   ლიცენზიის   გაუქმებისა   და   კომისიის   2012 წლის 18   მაისის   №369/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2020  წლის 19 მარტის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 19 მარტის ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდა შპს ”რ- რადიოს” დირექტორი ნონა კრიხელი და ბენეფიციარი მესაკუთრე ვახტანგ მგელაძე.

კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ შეტყობინება საკითხის განხილვის დაწყების თაობაზე 2020 წლის 3 თებერვალს გაეგზავნა შპს „რ-რადიოს“ საფოსტო და ელექტრონულ მისამართებზე. შპს

„რ-რადიოს“ რადიოსადგური ჩაირთო 2020 წლის 6 თებერვალს. 2020 წლის 7 თებერვალს გაითიშა და 10 თებერვალს კვლავ დაიწყო ფუნქციონირება და დღემდე მუშაობს (კომისიის აპარატის სპექტრის და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი   N20-10-739 18.03.2020). სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ კომპანია 2019 წლის აგვისტოდან 2020 წლის თებერვლამდე პერიოდში, როდესაც შეწყვეტილი ჰქონდა მაუწყებლობა, ავსებდა სტატისტიკურ ფორმებს, ყოველთვიურად აჩვენებდა სარეკლამო შემოსავლებს და იხდიდა რეგულირების საფასურს. კომპანია ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ფუნქციონირებდა, ვიდრე მონიტორინგმა არ გამოავლინა დარღვევა.

სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ ბოლო რამდენიმე დღე მიმდინარეობდა შპს „რ-რადიოს“ მიერ კომისიაში გამოგზავნილი ყოველკვირეული სამაუწყებლო ბადის შესაბამისად საინფორმაციო გადაცემების მონიტორინგი, თუმცა მითითებულ პერიოდში არც საინფორმაციო გამოშვებები და არც საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები განთავსებული არ ყოფილა. რადიოში გადაიცემა

ანონსი, რომ ეთერში გადის „რადიო მონტე-კარლო“ სიხშირეზე 101,4. მაშინ როდესაც უკვე რამდენიმე წელია შპს „რ-რადიო“ მაუწყებლობს FM 101.3 მჰც სიხშირეზე.

შპს „რ-რადიოს“ დირექტორმა ნონა კრიხელმა აღნიშნა, რომ 2015 წლიდან კომპანიაში დაიწყო ეკონომიკური კრიზისი, თუმცა გასულ წლამდე შეძლეს საკუთარი რესურსებით მუშაობა.

2019 წლის 19-20 აგვისტოდან შეწყდა შპს „რ-რადიოს“ მაუწყებლობა, ვინაიდან 2019 წლის ივნისი- ივლისის პერიოდში დაიწყო სერიოზული ეკონომიკური პრობლემები. 2019 წლის 19 აგვისტოს დაზიანდა ორივე გადამცემი. კომპანიაში დაიწყო რეორგანიზაცია, დაითხოვეს თანამშრომლები და სურდათ კომისიისთვის ეცნობებინათ, რომ დროებით წყვეტდნენ მაუწყებლობას. მოამზადეს წერილი თუმცა კურიერი ისე წავიდა სამსახურიდან, რომ წერილი კომისიამდე არ მოუტანია. ნონა კრიხელმა ასევე განმარტა, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე კომპანიის ოფისი ფუნქციონირებს და თანამშრომლები მუშაობენ რეკლამის მოზიდვაზე, ამჟამად მაუწყებლობენ ძველი დაზიანებული ტექნიკით, რომელსაც ძალიან უფრთხილდებიან.

კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ მოისმინა შპს „რ-რადიოს“ პოზიცია და გადაწყვეტილების მიღების თარიღად 2020 წლის 26 მარტის 15:00 საათი განსაზღვრა. შპს „რ- რადიოს“ დირექტორს განემარტა, რომ კომისია ონლაინ რეჟიმში გამართავს მომდევნო სხდომას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

კომისიის 2020 წლის 26 მარტის სხდომას არ ესწერებოდა შპს ”რ-რადიოს” წარმომადგენელი. შეტყობინება საკითხის ონლაინ რეჟიმში გამართავს თაობაზე კომპანიას 2020 წლის 23 თებერვალს გაეგზავნა   ელექტრონულ მისამართზე. შპს „რ-რადიომ“ 2020 წლის 24 თებერვალს მეილით დაადასტურა შეტყობინების მიღება.

კომისიის 2020 წლის 26 მარტის სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ სახეზეა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა კერძოდ, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით, რაც კანონის თანახმად ლიცენზიის გაუქმების საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ” საქართველოს     კანონის     38-ე   მუხლის   მე-9   პუნქტის,   74-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის   გ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  115-ე მუხლის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს შპს „რ-რადიოს“კერძო მაუწყებლობის №B104 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს  კომისიის 2012 წლის 18 მაისის №369/6 გადაწყვეტილება;

2. განემარტოს შპს „რ-რადიოს“, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441  მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

3. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის    ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს    (ნ. ლორთქიფანიძე):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გაგზავნის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „რ-რადიოსთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „რ-რადიოსთვის“ ჩაბარების დღიდან;

6.     გადაწყვეტილება     შეიძლება     გასაჩივრდეს     ქ.     თბილისის     საქალაქო     სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.N6) შპს „რ-რადიოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

7.   კონტროლი   აღნიშნული გადაწყვეტილების   შესრულებზე   დაევალოს  კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის  ავტორიზაციისა და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ელისო ასანიძე  წევრი

ვახტანგ აბაშიძე  წევრი

მერაბ ქათამაძე  წევრი

კახი ბექაური თავმჯდომარე

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები