ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 23, 2020 17:59
მიღების თარიღი ოქტომბერი 22, 2020
ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:
ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;
ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;
გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკა“ (ს/კ 223353724) წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია (BR-1247, 05.03.2015) გავლილი აქვს შემდეგი პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: რადიომაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, სომხური;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები - უფასო;
კომისია აღნიშნავს, რომ ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოდგენილი აქვს ნულოვანი რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1,9 ფორმები და ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს.
კომისია აღნიშნავს, რომ აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2020 წლის პირველი სექტემბრის სამსახურებრივი ბარათიდან (№20-10-1785) ირკვევა, რომ ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკა“ მაუწყებლობას არ ახორციელებს ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
კომისიის 2020 წლის 10 სექტემბრის კომისიის № გ-20-23/698 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 15 ოქტომბრის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.
ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ შეტყობინება მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების, მისი ჩატარების ადგილის და თარიღის შესახებ გაეგზავნა 2020 წლის 7 სექტემბერს ელექტრონულ მისამართზე, კომისიის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით. ასევე 2020 წლის 14 სექტემბერს ელექტრონულ მისამართზე გაეგზავნა კომისიის 2020 წლის 10 სექტემბრის კომისიის№გ-20-23/698 გადაწყვეტილება, ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღის მითითებით. შეტყობინება ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საკითხის ზეპირი განხილვის, მისი ჩატარების ადგილის და თარიღის შესახებ გამოქვეყნებულ იქნა 2020 წლის 14 სექტემბერს კომისიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე. ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირ ევრიკას“ მოწვევები კომისიის 2020 წლის 10 სექტემბრის და 15 ოქტომბრის სხდომებზე დისტანციურად დასწრების მიზნით გაეგზავნა 2020 წლის 9 სექტემბერს და 13 ოქტომბერს ელექტრონულ მისამართზე.
კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 15 ოქტომბრის ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ წარმომადგენელი. სხდომაზე კომისიამ მიიჩნია, რომ მის მიერ შესრულებულ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მოთხოვნა დაინტერესებული მხარის ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმასთან დაკავშირებით, შესაბამისად კომისია უფლებამოსილია განიხილოს საკითხი ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ დაუსწრებლად.
კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ ზეპირი მოსმენა დასრულებულად ჩათვალა და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 5 სამუშაო დღე - 2020 წლის 22 ოქტომბერი დაასახელა.
კომისიის 2020 წლის 22 ოქტომბრის სხდომას არ ესწრებოდა ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ წარმომადგენელი. კომპანიას მოწვევა კომისიის 2020 წლის 22 ოქტომბრის სხდომაზე დისტანციურად დასწრების მიზნით გაეგზავნა 2020 წლის 21 ოქტომბერს ელექტრონულ მისამართზე. კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ კომპანია ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:
ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას; ბ) წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;
გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.
შესაბამისად კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 115-ე მუხლის, 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეუჩერდეს ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“ (ს/კ223353724) ავტორიზაცია (BR-1247, 05.03.2015) მაუწყებლობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
2. განემარტოს ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“, რომ ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლობის განახლება ხდება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების შემდეგ კომისიისათვის საქმიანობის განახლების შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და კომისიის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ;
3. განემარტოს ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკას“, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას:
ა) აღნიშნული გადაწყვეტილების ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკასთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე);
ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ნ.ლორთქიფანიძე) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.comcom.ge) გამოქვეყნების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ N6) ააიპ „რადიოტელევიზიის საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავშირი ევრიკასთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ვახტანგ აბაშიძე წევრი
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი