შპს „I ექსკლუზივი საქართველოს“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 08, 2020 19:49
მიღების თარიღი ივნისი 04, 2020
შპს „I ექსკლუზივი საქართველოს“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ კომისია, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა. ამასთან, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციას წარმოადგენს ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება, ავტორიზაციის შეჩერება, განახლება და გაუქმება, მაუწყებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და ავტორიზაციის პირობების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის N144/22მგადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ” კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N 95/19 გადაწყვეტილებით ყველა იმ პირს, ვისაც გავლილი აქვს ავტორიზაცია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ან მაუწყებლობაზე, ასევე ვინც ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ან მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ლიცენზიას, დაევალათ ამ გადაწყვეტილების დანართი N1–ით განსაზღვრული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსება და კომისიაში წარმოდგენა, ამ ფორმებში მითითებული პერიოდულობით.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად მაუწყებლები ვალდებული არიან, ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური და კომისიას წარუდგინონ ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია საკუთარი ინიციატივით, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:
ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;
ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;
გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „I ექსკლუზივი საქართველო“ (ს/კ 402051088) წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია (BR-5054, 07.06.2018) გავლილი აქვს შემდეგი პირობებით:
ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;
ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;
დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული, ინგლისური, რუსული;
ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 14 საათი;
ვ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია და აღნიშნულის შესაბამისად მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:
ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);
ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:
ზ.ა) ინტერნეტი - უფასო;
ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო;
კომისია აღნიშნავს, რომ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის 2020 წლის პირველი აპრილის (Nშ-20-10-826) და ბაზრის ანალიზის, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის 2020 წლის 16 მარტის (N 20-10-722) სამსახურებრივი ბარათებიდან ირკვევა, რომ შპს „I ექსკლუზივი საქართველოს“
2018 წლის ივნისიდან 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით კომისიაში წარმოდგენილი აქვს ნულოვანი რეგულირების საფასურის გაანგარიშების 1,9 ფორმები, წარმოსადგენი აქვს 2019 წლის დეკემბრის, 2020 წლის იანვრის და თებერვლის და მარტის თვის 1,9 ფორმები. კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების შესაბამისად რეგულირების საფასურის დავალიანება არ ერიცხება ასევე კომპანია ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ავსებს სტატისტიკური ანგარიშგების ნულოვან ფორმებს.
კომისია აღნიშნავს, რომ აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურების რეგულირების დეპარტამენტის 2020 წლის 27 მარტის სამსახურებრივი ბარათიდან (№20-10-803) ირკვევა, რომ შპს „I ექსკლუზივი საქართველო“ მაუწყებლობას არ ახორციელებს ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
კომისიის 2020 წლის 16 აპრილის №გ-20-23/395 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „I ექსკლუზივი საქართველოს“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2020 წლის 21 მაისის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ვადად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე. კომისია აღნიშნავს, რომ 2020 წლის 21 მაისის ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა შპს „I ექსკლუზივი საქართველოს“ წარმომადგენელი. კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ ზეპირი მოსმენა დასრულებულად ჩათვალა და საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 4 სამუშაო დღე - 2020 წლის 28 მაისი დაასახელა. კომისიის 28 მაისის სხდომაზე, საკითხის განხილვა კვორუმის არარსებობის გამო (სხდომას ესწრებოდნენ ზეპირის მოსმენის სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრებიდან მხოლოდ ორი კახი ბექაური და ელისო ასანიძე) გადატანილ იქნა 2020 წლის 4 ივნისს.
კომისიის 2020 წლის 4 ივნისის სხდომას არ ესწრებოდა შპს „I ექსკლუზივი საქართველოს“წარმომადგენელი. სხდომაზე აღინიშნა, რომ სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, კერძოდ კომპანია ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:
ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას; ბ) წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;
გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.
შესაბამისად კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შპს „I ექსკლუზივი საქართველოს“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–3 პუნქტის მ) ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის, 451 მუხლის მე-11 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე, 115-ე მუხლის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეუჩერდეს შპს „I ექსკლუზივი საქართველოს“ (ს/კ 402051088) ავტორიზაცია (BR-5054, 07.06.2018) მაუწყებლობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე;
2. განემარტოს შპს „I ექსკლუზივი საქართველოს“, რომ ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზებული პირის მიერ მაუწყებლობის განახლება ხდება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების შემდეგ კომისიისათვის საქმიანობის განახლების შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და კომისიის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ;
3. განემარტოს შპს „I ექსკლუზივი საქართველოს“, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით;
4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ) შპს „I ექსკლუზივი საქართველოსთვის“, წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის დაუყოვნებლივ გაგზავნის უზრუნველყოფა;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (ნ.ლორთქიფანიძე) ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე ინფორმაციის კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში შეტანის უზრუნველყოფა;
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „I ექსკლუზივი საქართველოსთვის“ ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) შპს „I ექსკლუზივი საქართველოსთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).
კახი ბექაური თავმჯდომარე
ელისო ასანიძე წევრი
მერაბ ქათამაძე წევრი