წვდომის მენიუ

შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F90 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის №95/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 257 / 4

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 25, 2017 18:12

მიღების თარიღი აპრილი 13, 2017

შპსტელე-რადიო კომპანია TV-7“- რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F90 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის №95/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/1692-17-16, 20.02.2017) მიმართა შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-მა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F90 ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“ ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F90 ლიცენზიას კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის №95/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 15117 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან – სტუდიამდე (ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №68); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, კერძო მაუწყებლობის №B117 ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისას, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;

ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 15324 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: სტუდიიდან (ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №68) – მახათას მთამდე (შპს „ბლექ სი სატის” სადგური); რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 0,5 ვატი; ცალმხრივი რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, კერძო მაუწყებლობის №B117 ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისას, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;

გ) რადიოსიხშირული სპექტრი: 6854 მჰც ± 14 მჰც; მიმართულება: ქ. თბილისის ტერიტორიიდან მთაწმინდის სატელევიზიო ანძამდე; რადიოსიხშირული ზოლის სიგანე 28 მჰც; გასხივების სიმძლავრე 2 ვატი; მობილური ჩართვებისთვის, კერძო მაუწყებლობის №B117 ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისას, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებისათვის;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 15 თებერვლამდე;

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს.

 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2017 წლის 2 მარტის №134/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F90 ლიცენზიის გაუქმებისა და კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის №95/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 6 აპრილის 15:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე;

2017 წლის 6 აპრილის ზეპირი მოსმენის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის წარმომადგენელი. ზეპირი მოსმენის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად დასახელდა 2017 წლის 13 აპრილის 15:00 საათი.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის №95/1 გადაწყვეტილების თანახმად ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70% - 4,999.79 (ოთხი ათას ცხრაასოთხმოცდაცხრამეტი და 79) ლარი კომპანიას უნდა გადაეხადა საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი გრაფიკის  მიხედვით:

416.65 ლარი - 2013 წლის 15 მარტამდე;

416.65 ლარი - 2013 წლის 15 აპრილამდე;

416.65 ლარი - 2013 წლის 15 მაისამდე;

416.65 ლარი - 2013 წლის 15 ივნისამდე;

416.65 ლარი - 2013 წლის 15 ივლისამდე;

416.65 ლარი - 2013 წლის 15 აგვისტომდე;

416.65 ლარი - 2013 წლის 15 სექტემბრამდე;

416.65 ლარი - 2013 წლის 15 ოქტომბრამდე;

416.65 ლარი - 2013 წლის 15 ნოემბრამდე;

416.65 ლარი - 2013 წლის 15 დეკემბრამდე;

416.65 ლარი - 2014 წლის 15 იანვრამდე;

416.64 ლარი - 2014 წლის 15 თებერვლამდე.

შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F90 ლიცენზიაში მთლიანად გადასახდელი ჰქონდა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური - 7,142.56 ლარი. 2017 წლის 13 აპრილის მდგომარეობით კომპანიას გადახდილი აქვს 4,842.70 ლარი და ერიცხება 2,299.79 ლარის დავალიანება. ამავე დროს კომპანიის მიერ მოთხოვნილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F90 ლიცენზიის გაუქმება.

კომისიის 2017 წლის 13 აპრილის სხდომას ესწრებოდა შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის 50%-იანი წილის მფლობელი ლია ახალაძე. კომისიის სხდომაზე არ გამოვლენილა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F90 ლიცენზიის გაუქმების დამაბრკოლებელი რაიმე გარემოება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის და IX თავის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. გაუქმდეს შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F90 ლიცენზია და ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის 2013 წლის 15 თებერვლის №95/1 გადაწყვეტილება;

2.  დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს  (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში;

ბ) ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ისთვის გაგზავნა (ი. ხარებავა);

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნების დღიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კმ; №6) შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                        ვახტანგ აბაშიძე

კომისიის წევრი                                                        ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                        გიორგი ფრუიძე

კომისიის წევრი                                                        მერაბ ქათამაძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები