საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს №441/15 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2012
მიღების თარიღი ივნისი 22, 2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს №441/15 გადაწყვეტილებით შპს “ახტელს” მიენიჭა ნუმერაციის რესურსები: 1-1-0-3 (ერთი-ერთი-ნული-სამი) საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისათვის, 1-1-5-0-0 (ერთი- ერთი- ხუთი- ნული- ნული), დაზიანებათა რემონტის ბიუროსათვის, 1-1-7-0-0 (ერთი-ერთი-შვიდი-ნული-ნული), ინტერნეტ მომსახურებაზე საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისათვის, 1-8-0-0-7 (ერთი-რვა-ნული-ნული-შვიდი) საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო ლაპარაკებზე შეკვეთების მიღებისას საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისათვის, უვადოდ, საქართველოს ტერიტორიაზე.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებულ ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებაში” 2012 წლის 24 მაისს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, დებულების №3 დანართის მე-5 პუნქტით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირების საავარიო და საინფორმაციო-საცნობარო სამსახურისთვის განისაზღვრა 110XXX ფორმატის ნუმერაციის რესურსი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს “ახტელი“, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირი ახორციელებს საკუთარი აბონენტების საავარიო და საინფორმაციო-საცნობარო სამსახურებთან დაკავშირებას კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს №441/15 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსების გამოყენებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ”ახტელის” საქმიანობის საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებასთან” შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, განხორციელდეს ცვლილება “შპს “ახტელისთვის“ ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ” კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს №441/15 გადაწყვეტილებაში და შპს “ახტელს“ საკუთარი აბონენტებისთვის საავარიო და საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების განსახორციელებლად, ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულებით” გათვალისწინებული ნუმერაციის რესურსიდან (110XXX) გამოეყოს ნუმერაციის რესურსი -110 111.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის დ) ქვეპუნქტის, 63-ე მუხლის და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ №3 დანართის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება ”შპს ”ახტელისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ” კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს №441/15 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიენიჭოს შპს “ახტელს“, როგორც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირს, ნუმერაციის რესურსი - 1-1-0-1-1-1 (ერთი-ერთი-ნული-ერთი-ერთი-ერთი) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით და საშუალებებით მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზაციის ვადით, 2012 წლის 22 ივნისიდან, საქართველოს ტერიტორიაზე, საკუთარი აბონენტებისთვის საავარიო და საინფორმაციო-საცნობარო მომსახურების მისაწოდებლად”;
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ”შპს ”ახტელისთვის” ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ” კომისიის 2011 წლის 26 აგვისტოს №441/15 გადაწყვეტილების მე-2 , მე-3 და მე-4 პუნქტები.
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს “ახტელისთვის” ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., № 6) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრები: ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა. სიხარულიძე
ი.მოსეშვილი