წვდომის მენიუ

შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2” - სთვის რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 423 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2008

მიღების თარიღი ივლისი 25, 2008

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია  „რუსთავი 2”-მა კომისიას მიმართა განცხადებით №7/207-08,02.06.08, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, პირდაპირი სატელევიზიო ჩართვის სიგნალების, მაუწყებლობის ქსელში მისაწოდებლად, რადიოსარელეო ხაზის აგებისა და  გარკვეულ   მონაკვეთებზე რადიოსარელეო სადგურების ფუნქციონირებისთვის, სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია  „რუსთავი 2”  ფლობს კერძო მაუწყებლობის ლიცენზიას №B9 (მოქმედების ვადა 18.11.2015), და ლიცენზიის პირობების შესაბამისად, ახორციელებს საერთო მაუწყებლობას  ქ.თბილისში და საქართველოს 30 ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში.

კომისია  აღნიშნავს, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია  „რუსთავი2”-ის რადიოსარელეო  ხაზის სხვადასხვა მონაკვეთებზე, სადგურების ფუნქციონირებისთვის, შერჩეულ იქნა 3940.5ჰც±14მჰც და 4153.5მჰც±14მჰც, 3969.5ჰც±14მჰც  და 4182.5მჰც±14მჰც სიხშირეთა  წყვილები.

სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად,   კომისიამ კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2”-ს სიხშირები: 3940.5ჰც±14მჰც და 4153.5მჰც±14მჰც,   3969.5ჰც±14მჰც და 4182.5მჰც±14მჰც,  ამ გადაწყვეტილების დანართში განსაზღვრულ მონაკვეთებზე რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის,  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 18.11.2015);

2.  აღირიცხოს შპს სამაუწყებლო კომპანია  „რუსთავი 2”-სთვის  მინიჭებული სიხშირები კომისიის შესაბამის  უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3.  საქართველოს   კანონმდებლობის   ცვლილების   შემთხვევაში შპს სამაუწყებლო კომპანია  „რუსთავი 2” - სთვის  სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1ა ) 1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე).

 6.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის    სამაუწყებლო კომპანია  „რუსთავი 2” -ისთვის  ჩაბარებისთანავე.                                        

კომისიის თავმჯდომარე                                          გ.არველაძე                                                         

კომისიის     წევრი                                                   გ.ფრუიძე

კომისიის    წევრი                                                   ზ.ნონიკაშვილი

კომისიის    წევრი                                                   კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                  ს.ბრიტანჩუკი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები