შპს „იმპერიისთვის” რადიოსიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 25, 2007
მიღების თარიღი ოქტომბერი 05, 2007
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იმპერია” №B33 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 31.12.2011) პირობების შესაბამისად, მაუწყებლობს ქ.ახალციხეში მე-9 სატელევიზიო არხზე, 100 ვატი სიმძლავრის სატელევიზიო გადამცემის გამოყენებით.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „იმპერიას” გამოეყო 28მჰც სიგანის (1441 მჰც±14 მჰც) სიხშირული ზოლი.
რადიოსიხშირე 1441მჰც ზოლის სიგანით ±14 მჰც, გათვალისწინებულია, ქ.ახალციხეში სტუდიიდან (თამარმეფის ქ. №6) გადამცემ სადგურამდე (ახალციხის სატელევიზიო ანძა) ტელესამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად. სიხშირე გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „იმპერიას” სიხშირე 1441 მჰც ±14მჰც, ქ.ახალციხეში სტუდიიდან სატელევიზიო გადამცემ სადგურამდე ტელესამაუწყებლო სიგნალის მისაწოდებლად დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 31.12.2011);
2. აღირიცხოს შპს „იმპერიისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);
3. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „იმპერიისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ.პატარაია
კომისიის წევრი გ.ფრუიძე